თეიმურაზ ხევისთავის 10 მცნება
როცა ფეხქვეშ მიწა გამოეცალა, როცა ახალი ცხოვრების რიტმს ვერ აჰყვა, როცა მის თვალწინ ბანჯგვლიანი დათვის პირგაპარსულ მაიმუნად გადაიქცა, როცა ყველაფერი დაკარგა, მაგრამ შელევით კი ვერ შეელია, თეიმურაზი ცხოვრების სახელმძღვანელო წიგნში თავის 10 მცნებას ინიშნავს.
ივანე ნახუცარს უმხელს თავის ნააზრევს. "გაკრეჭილი" ივანე ეთანხმება, კვერს უკრავს და თავს უქნევს, ან აქამდე როგორ ვერ მიხვდიო, გულში ფიქრობს. „პირქუშმა ბედმა ორივე ხელი ჩამომართვა და ხელები თავის კლანჭებში დაიტოვა“... ასეთი განცდა აქვს ტეიმურაზ ხევისთავს. თავში – ყინული, გულში – შხამი, სულში – ხანძარი .... აი, რა შერჩა თეიმურაზს. ბოლოს გაიფიქრა, რომ ვინც თავის მტერს იბრალებს , ის თავს იღუპავს, გულჩვილნი და გულკეთილნი ახალ ქვეყანაში ვეღარ გასძლებენ და გადაწყვიტა, რომ ახალი კრედო შეემუშავებინა. მგლებთან მგლობა და ცხვრებთან ცხვრობა; ცხვარი ღმერთს მოსაწველად, გასაკრეჭად დ შესაჭმელად გაუჩენია. ვინც ღილი მოგწყვიტოს, ის თავით–ფეხებამდე გაატიტვლე, ხოლო ვინც არაფერი დაგიშავა, ის გაატყავე. ცხოვრების მდინარეში პირაღმა ცურვა გიჟების საქმეა. წყალს გაჰყევი, სამშვიდობოს გაგიყვანს. ვისაც ერთი ტყავი აქვს, ორი გააძრე, ვისაც ორი აქვს, ხუთი ააგლიჯე, ვისაც არაფერი არა აქვს, ათი წააძრე. მადლს ნურავის უზამ, თორემ მადლს არ გაპატიებს და სამაგიეროს შხამით გადაიხდის. სიკეთეს ნუ დასთესავ, თორემ ლენცოფა ამოვა.
თეიმურაზმა ვერ შესძლო თავისივე შემქნილი მცნებების დაცვა. თუკი ასე იცხოვრებდა ადამიანობას დაკარგავდა და ჯაყოს დაემსგავსებოდა.

Comments
Post a Comment