მართლწერის საკითხები ნაცვალსახელებთან დაკავშირებით

  ნაწილი II  
1. ვინ? კითხვითი ნაცვალსახელი, თუნდაც ის მრავალს გამოხატავდეს, ზმნა მხოლობითის ფორმით შეეწყობა: ვინ მოვიდა? (და არა ვინ მოვიდნენ?)    2. ასევე დაუშვებელია კითხვითი ვინ? და რა? ნაცვალსახელების მრავლობითის    -ებ სუფიქსით წარმოება. თუ გვსურს გამოვხატოთ სიმრავლე, ამისათვის ენას სხვა ხერხისათვის მიუგნია და ეს ხერხია იმავე ნაცვალსახელთა გამეორება.  
          ვინ და ვინ მოვიდნენ?   რა და რა საგნებს სწავლობთ?                          (და არა ვინები მოვიდნენ? რაებს სწავლობთ?)    3. ვიღაცა და რაღაცა განუსაზღვრელობითი ნაცვალსახელები მრავლობითში უნდა იყოს შემდეგი ფორმით: ვიღაც-ებ-ი, რაღაც-ებ-ი.                            (და არა ვიღაცეები და რაღაცეები).    4. ურთიერთ ნაცვასახელით ნაწარმოები სიტყვები იწერება ერთად. მაგალითად, ურთიერთპატივისცემა, ურთიერთგაგება, ურთიერთგავლენა, ურთიერთსიყვარული, ურთიერთნდობა....   5. შეცდომაა, როცა კუთვნილებით ნაცვალსახელს ვიხმართ პირის ნაცვალსახელის ფუნქციით: მათმა თქვეს, მათმა გააკეთეს, უნდა იყოს მათ თქვეს, მათ გააკეთეს.   ფორმა მათმა იხმარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ვისამე კუთვნილებას გამოვხატავთ. მაგალითად, მათმა ცხენმა ჯირითში გაიმარჯვა, ან მათმა პროექტმა მოწონება დაიმსახურა.   ეს შეცდომა რომ არ დავუშვათ, უნდა დავსვათ კითხვა.• თუ ნაცვალსახელს დაესმის კითხვა ვინ? მაშინ პირის ნაცვალსახელი ყოფილა და უნდა ვიხმაროთ ფორმა მათ.მაგალითად, მათ გადაწყვიტეს თუ მათმა გადაწყვიტეს?კითხვა: ვინ გადაწყვიტა? პასუხი : მათ გადაწყვიტეს.• ხოლო თუ დაესმის კითხვა ვისმა? მაშინ  მათმა კუთვნილებით ნაცვალსახელს ვიყენებთ.მაგალითად, მათმა პროექტმა გაიმარჯვა ტენდერში თუ მათ პროექტმა გაიმარჯვა ტენდერში?კითხვა: ვისმა პროექტმა გაიმარჯვა? პასუხი : მათმა პროექტმა გაიმარჯვა.4

Comments

  1. არ გეთანხმებით განუსაზღვრელობითი ნაცვალსახლების (ვიღაცა, რაღაცა) მრავლობითი რიცხვის წარმოებასთან დაკავშირებით. სწორი ფორმებია "ვიღაცეები, "რაღაცეები". ხოლო "ვიღაცები" და "რაღაცები" თავსმოხვეული დასავლური დიალექტური ფორმებია. თუ საკითხს განვიხილავთ დიაქრონიულ ჭრილში, ენის განვითარების გარკვეულ ეტაპზე "ვიღაცა" და "რაღაცა" იყო ფუძეუკვეცელი, ანუ ნათ. ბრუნვაში გვქონდა "რაღაცაის". სახელობით ბრუნვასთან დაკავშირებით განვითარდა გარკვეული ფონეტიკური პროცესები, კერძოდ, მრავლობითობის ფორმამ "რაღაცაები" განიცადა ხმოვანთა ასიმილაცია (მიმსგავსება), ანუ, "ა" დაემსგავსა "ე"-ს და შედეგად მივიღეთ ორი "ე". ანუ სწორი ფორმაა "რაღაცეები". ვერცერთ კლასიკოსთან ვერ შეხვდებით ფორმას "რაღაცები" ან "ვიღაცები". ეს არაბუნებრივი და არასწორი ფორმებია. ლიტერატურული ენის დასაყრდენი ყოველთვის იყო და არის აღმოსავლური დიალექტი. ნუ ამახინჯებთ ენას და ნუ გვახვევთ თავს არასწორ დასავლურ დიალექტურ ფორმებს!

    ReplyDelete

Post a Comment

Popular Posts