არეოპაგიტიკა



     "ვეფხისტყაოსნის" სწავლებისას  (განსაკუთრებით, პროლოგის შესწავლისას) მასწავლებელი გვერდს ვერ აუვლის ფსევდო დიონისე არეოპაგელის და მისი შემოქმედების ხსენებას. ვინ იყო დიონისე არეოპაგელი? ვის გულისხმობენ, როცა ასახელებენ ფსევდო დიონისე არეოპაგელს? რა არის არეოპაგიტიკა? რა გავლენა აქვს ყოველივე ამას "ვეფხისტყაოსანზე"? რატომ უნდა ვიცოდეთ ეს ყველაფერი, როცა ვასწავლით "ვეფხისტყაოსანს"? 

ნაწილი I.       არეოპაგიტიკა ბერძნულ ენაზე დაწერილ თხზულებათა კორპუსია, რომელიც შედგება4 ტრაქტატისა და 10 ეპისტოლესგან. არეოპაგიტიკა პროკლეს ფილოსოფიის ქრისტიანული გადამუშავებაა. ამგვარი ფორმით ნეოპლატონიზმს გზა გაეხსნა შუა საუკუნეების ქრისტიანულ სამყაროში და დიდი გავლენაც იქონია ქრისტიანულ  აზროვნებაზე.     არეოპაგიტიკა დაიწერა V საუკუნის  II ნახევარში. ცნობილი გახდა  VI საუკუნის დასაწყისში, მაგრამ უცნობმა ავტორმა I საუკუნის მოღვაწეს – დიონისე არეოპაგელს–მიაწერა. დიონისე არეოპაგელი I საუკუნის მოღვაწე და ათენის არეოპაგის (ხელისუფლების ორგანო ძველ ათენში) წევრი იყო, ქრისტიანობის მიღების შემდეგ ათენის ეპისკოპისი გამხდარა. სახელი გაითქვა მას შემდეგ, რაც V საუკუნის  II ნახევარში არეოპაგიტული კორპუსის ავტორობა მიაწერეს.პეტრე იბერი         ნამდვილი ავტორის ვინაობის დასადგენად მეცნიერებმა მრავალი ჰიპოთეზა წამოაყენეს.ნუცუბიძე–ჰონიგმანის კონცეფციის მიხედვით, ეს კორპუსი ეკუთვნის ქართველ მოაზროვნეს – პეტრე იბერს.   პეტრე იბერი (411–491 წ.წ.) ქართველი თეოლოგი და ფილოსოფოსი, ქრისტიანული ნეოპლატონიზმის ფუძემდებელია. პეტრე იბერი იყო იბერიის მეფის, ბუზმარის, შვილი, ბაკურ დიდის შვილიშვილი. პეტრე იბერს  ერისკაცობაში ერქვა მურვანი (სირიულად – ნაბარნუგი). მის აღსაზრდელად კოლხეთიდან მოუწვევიათ ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი მიტრიდატე ლაზი.   423 წელს ბიზანტიის კეისრის, თეოდოსიუს II–ის, მოთხოვნით მურვანი ამალითურთ კონსტანტინოპოლს წარგზავნეს მძევლად. მურვანს ბავშვობიდანვე დიდი ნიჭი გამოუვლენია და კარგი განათლებაც მიუღია. მოგვიანებით მურვანს აღარ აკმაყოფილებს სასახლე, იქ გავცელებული დიოფიზიტური იდეოლოგია და რამდენიმე ქართველთან ერთად გაიპარა პალესტინაში. იერუსალიმში მურვანი აღიკვეცა ბერად, ეწოდა პეტრე, 445 წელს აკურთხეს მღვდლად.          არეოპაგიტიკა ითარგმნა სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ქართულადაც. ეფრემ მცირისეულმა თარგმანმა დიდი გავლენა იქონია ქართული ფილოსოფიური აზრის ჩამოყალიბებაზე, განსაკუთრებით კი – რუსთაველის ფილოსოფიური შეხედულებების ფორმულირებაზე.

Comments

Popular Posts