როგორ ვადგენთ "შუშანიკის წამების" დაწერის თარიღს?
"შუშანიკის წამების" დაწერის თარიღის გამოთვლა
ნაწარმოებში ვკითხულობთ, რომ ვარსქენი ირანში წავიდა პეროზის მეფობისმერვე წელს.
პეროზი გამეფდა 459 წელს.
ვარსქენი თუ მისი მეფობის მერვე წელს წასულა ირანში, ე,ი, 459+8= 467 წელსწასულა.
ვარსქენი ქართლში დაბრუნდებოდა 468 წელს;
პირველად შუშანიკი აწამა 469 წლის 8 იანვარს.
მ
ეშვიდე წელს დასნეულებული დედოფალი გარდაიცვალა, ე.ი. 469+6= 475 წელს.
475 წლის 17 ოქტომბერს ("სთულის" თვეს) შუშანიკი გარდაიცვალა;
ვახტანგ გორგასალმა ვარსქენი სიკვდილით დასაჯა 482 წელს.
თხზულება დაწერილია შუშანიკის გარდაცვალების შემდეგ და ვარსქენის დასჯამდე – 475–482 წლებში
Comments
Post a Comment