ლიტ.მცოდნეობის საკითხები-განსაკუთრებით აბიტურიენტებს გამოგადგებათ!
1.ავტობიოგრაფია - ავტორის მიერ საკუთარი ცხოვრების აღწერა.

2. ალეგორია - ნათქვამია ერთი, იგულისხმება მეორე.

3. ალიტერაცია - ერთი და იმავე თანხმოვანი ბგერების გამეორება სალექსო სტრიქონში.

4. ანდაზა - ბრძნულად გააზრებული, ხალხური, ალეგორიული, მახვილგონივრული გამოთქმა. გარდა ხალხურისა ის შეიძლება იყოს ლიტერატურული.




5. აფორიზმი - მოკლედ და მხავრულად გამოთქმული ბრძნული აზრი.




6. ბიოგრაფია - ადამიანის ცხოვრების აღწერა.




7. გაპიროვნება - უსულო და სულიერი საგნების გაადამიანება.




8. გროტესკი - ადამიანის სახის სასაცილოდ, მახინჯურად წარმოდგენა.




9. დიალოგი - პირთა შორის გასაუბრების ფორმა.




10. ელეგია - მუსიკალური საკრავის თანაყოლებით შესრულებული სამგლო-ვიარო მოთქმა.




11. ეპიგრაფი - მოკლე წარწერა საიდანმე ამოღებული ციტატის, აფორიზმის, ან ანდაზის სახით, რომელიც წარემძღვარება ნაწარმოებს ან მის ცალკეულ თა-ვებს.




12. ეპითეტი - მხატვრული განსაზღვრა, პოეტური განმარტება, საგნის დახასიათება.




13. ეპილოგი - მხატვრული ბოლოთქმა ნაწარმოებში, როცა ავტორი გვამცნობს გმირის ცხვრების ბედს მოქმედების დამთავრების შემდეგ.




14. ეპოსი - ხალხურ სიტყვიერებაში გმირულ ამბავზე აგებული თქმულება, ზღაპარი, ლეგენდა.




15. ექსპოზიცია - მხატვრული ნაწარმოების ის ნაწილი, რომლითაც მოხაზუ-ლია ფონი მოქმედების გაშლისათვის.




16. ზღაპარი - ხალხური სიტყვიერების ჟანრი, ფანტასტიკური ხასიათის თხრობითი ნაწარმოები.




17. თემა - საინტერესო საკითხი, რომელიც მწერალს აუღია მხატვრულ ნაწარ-მოებში გადასაწყვეტად.




18. თერგდალეულები - XIX საუკუნის 60-იანი წლების მოწინავე ქართველი ინტელიგენციის გარკვეული საერთო სახელწოდება.




19. თქმულება - ხალხური ნაწარმოები, რომელშიც საგმირო შინაარსის ამბე-ბია გადმოცემული.




20. იგავ-არაკი - ზნეობრივ-დამრიგებლობითი ხასიათის თხზულება, რომ- ლის გმირები არიან ცხოველები, მცენარეები და იგულისხმებიან ადამიანები.




21. იდეა - მხატვრულ, მეცნიერულ, ფილოსოფიურ და სხვადასხვა მაწარმო-ებების ძირითადი აზრი.




22. ირონია - დაცინვის ფორმა. დადებითი ფორმით უარყოფითი შინაარსის გადმოცემა.




23. იუმორი - უწყინარი დაცინვა.




24. კალამბური - ერთნაირი ბგერადობის, მაგრამ სხვადასხვა შინაარსის მქონე, მოწესრიგებულ სიტყვათა თამაში.




25. კვანძის შეკვრა და გახსნა - წინააღმდეგობის გართულების მომენტი ანუ გაკვანძვა. ხოლო გახსნა – წინააღმდეგობის გადაწყვეტა.




26. კომპოზიცია - როცა ხდება მხატვრული ნაწარმოების წყობა.




27. ლეგენდა - ხალხურ თქმულებაზე აგებული ფანტასტიკური ამბავი, ძნე-ლად დასაჯერებელი, არარეალური შინაარსის თხრობა.




28. ლექსი - წყობილსიტყვაობა, რიტმული მეტყველება.




29. ლირა - ინსტრუმენტი.




ლირიკა – უსიეჟეტო ან მკრთალსიუჟეტიანი ლექსითი ნაწარმოები.




30. მეტაფორა - პოეტური გამოცანა ანუ ერთი საგნისა თუ მოვლენის თვისების მეორე საგანზე გადატანა.




31. მითი - უძველესი ფანტასტიური ხალხური თქმულება, ქვეყნის გაჩენის, სიცოცხლის წარმოშობის, ღმერთებისა და გმირების მოქმედების შესახებ.




32. მოთხრობა - საშუალო ზომის ნაწარმოები, რომელსაც ახასიათებს სიუჟეტის სიმარტივე, მოქმედი პირების სიმცირე და ამბის განვითარების სიჩქარე.
















33. მონოლოგი – ხანგრძლივი საუბარი თავის თავთან ან მიმართვა მაყურებლისადმი.




34. მოტივი – პოეტური ჩანაფიქრის მთავარი საფუძველი.




35. მხატვრული ენა – სიტყვიერ საშუალებათა ერთობლიობა, რომელიც ემოციური მეტყველებით ქმნის ცხოვრების სინამდვილის სურათს.




36. მუხამბაზი – ლექსის ერთ–ერთი სახეობა, ნიშნავს ხუთეულს, ხუთტაეპიანს.




37. ნოველა – მცირე ფორმის მოთხრობა, სადაც ადამიანის ცხოვრების მხოლოდ ერთი მომენტი, ერთი შემთხვევაა აღწერილი.




38. მხატვრული სახე – მხატვრულად გამოხატული ადამიანური ცხოვრების ისტორია ან სურათი.




39. პეიზაჟი – ბუნების სურათის დახატვა.




40. პერსონაჟის ენა – მხატვრულ ნაწარმოებში მოქმედი პირის ენა, სტილი, მეტყველება.




41. პოეზია – შეკუმშული შინაარსის ლექსითი ნაწარმოები.




42. პოემა – ლექსად დაწერილი ეპიკური ნაწარმოები.




43. პორტრეტი – ადამიანის თვალ–ტანადობის გამოსახულება დახატული მხატვრული სიტყვით, ფერწერითა და ქანდაკებით.




44. პროზა – მხატვრული ნაწარმოები, რომელიც თავისუფალია ლექსითი მეტყველებისთვის დამახასიათებელი შეზღუდვისაგან.




45. პროლოგი – ლიტერატურული ნაწარმოების მხატვრული შესავალი, რომელიც მიუთითებს ტზულების შინაარსის ძირითად ხასიათზე.




46. რითმა – ერთი და იმავე ან მსგავსი ბგერების კანონზომიერი გამეორება.




47. რიტმი – თანაზომიერი ერთეულების კანონზომიერი გამეორება.




48. რომანი – მისთვის დამახასიათებელია კომპოზიციური სირთულე, დიდი მოცულობა, ვრცელი ამბავი, სიუჟეტის მრავალფეროვნება, ემოციური თხრობა.




49. სათაური – ლიტერატურული ნაწარმოების სახელწოდება.




50. სატირა – მწარედ დამცინავი, მკაცრად მამხილებელი, დაუზოგავად გამკიცხავი მხატვრული ნაწარმოები.




51. სენტენცია – მხატვრული ფორმით გამოსახული მორალური თუ ზნეობრივი დარიგება.




52. სიმღერა – ლირიკული ჟანრის სასიმღერო ლექსი. შეიძლება, შინაარსით იყოს მითოლოგიური, საგმირო, სატრფიალო, საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ხასიათის.




53. სიუჟეტი – ნაწარმოების შინაარსის მხატვრული გაშლის ფორმა, მოქმედების განვითარების სისტემა.




54. სკანდირება – ლექსის წაკითხვა რიტმული ინტონაციით.




55. სკეტჩი – სასცენო კომპოზიციის მცირე ფორმის ნაწარმოები, მჩატე შინაარსის, სახუმარო, სასიმღერო, სატირული ხასიათის მოკლე წარმოდგენები.




56. ტიპი – მხატვრული ნაწარმოების გმირი, რომლის სახეში თავმოყრილია ეპოქისა თუ სოციალური წრისთვის დამახასიათებელი ნიშან–თვისებები.




57. ტრაგედია – დრამატული ჟანრის ისეთი ნაწარმოები, რომელშიც მთავარი გმირი იღუპება.




58. ტროპი – გადატანითი მნიშვნელობით ხმარებული ყველა სიტყვა და წინადადება.




59. ფაბულა – მხატვრული ნაწარმოების ძირითადი ამბავი, შემთხვევის შეკუმშული ისტორია.




60. შაირი – ხალხური წარმოშობის ნაწარმოები, გვევლინება რვა მარცვლიანი საზომით.




61. შედარება – ტროპის ფორმა, სადაც საგნები და მოვლენები შეპირისპირებულია ერთმანეთთან.




62. ციტატა – ტექსტის გარკვეული ნაწილის ამოწერა და დამოწმება რომელიმე თხზულებაში.




63. ხასიათი – პერსონაჟის განწყობის, ყოფაქცევისა და მისწრაფების ერთობლიობა.




64. ხატოვანი თქმა – მახვილგონიერი ფრაზები, აფორიზმებად ქცეული გამოთქმები.




65. ჰიმნი – ლირიკული ჟანრის ნაწარმოები, მაქებარი ლექსი ან სიმღერა.










66. ჰიპერბოლა – საგნის, მოვლენის, მოქმედებისა თუ ქცევის გადაჭარბებულად წარმოდგენა, მხატვრული გაზვიადება.

Comments

Popular Posts