სალვადორ დალი
რამდენიმე ციტატას მოვიყვან სალვადორ დალის ნაწერებიდან. აი, რას წერს იგი წიგნში “მაგიური ოსტატობის 50 საიდუმლო”:
“ექვსი წლისა მე ვოცნებობდი გავმხდარიყავი ნაპოლეონი — მე ის ვერ გავხდი.
თხუთმეტი წლისას მინდოდა ვყოფილიყავი დალი — მე ის გავხდი.
ოცი წლისას მინდოდა გავმხდარიყავი მსოფლიოში ყველაზე განსაცვიფრებელი მხატვარი — ეს მე გამომივიდა.
ოცდათხუთმეტი წლისას მსურდა მიმეღწია წარმატებისა და კეთილდღეობისათვის — ეს მე მაქვს.
ახლა, ორმოცდახუთი წლის ასაკში, მე მსურს შევქმნა შედევრი და გადავარჩინო თანამედროვე ხელოვნება ქაოსისა და უმაქნისობისგან. და მე ამას მივაღწევ!”
როგორ ფიქრობთ, მიაღწია დალიმ ამას?
ამავე წიგნში დალის მოყავს თავისი ცნობილი 10 მცნება მათთვის, ვინც აპირებს გახდეს მხატვარი:
1. მხატვრისთვის უმჯობესია იყოს მდიდარი და არა ღარიბი; ამიტომ ისწავლე ისე ხატვა, რომ შენი ფუნჯი ბადებდეს ოქროს და ძვირფას თვლებს.
2. ნუ გეშინია სრულყოფილების — შენ მას მაინც ვერასოდეს მიაღწევ!
3. ჯერ ისწავლე ფანქრითა და საღებავებით ხატვა ისე, როგორც ამას ძველი ოსტატები აკეთებდნენ, შემდეგ რაც გინდა ის ხატე — ყველა პატივისცემით მოგეკიდება.
4. უარს ნუ იტყვი საკუთარი ხედვაზე, საკუთარ მანერაზე და საკუთარ წარმოდგენებზე: ისინი შენ გამოგადგება, თუ მხატვარი გახდები.
5. თუ შენ მათ რიცხვს ეკუთვნი, ვინც თვლის, რომ თანამედროვე ხელოვნებამ აჯობა ვერმეერს და რაფაელს, გადადე ეს წიგნი გვერდზე და განაგრძე ნეტარ იდიოტიზმში არსებობა.
6. ნუ შეაფურთხებ საკუთარ ფერწერას — მას ხომ შეუძლია უკან შემოგაფურთხოს, როდესაც შენ მოკვდები.
7. შედევრი და სიზარმაცე შეუთავსებელია!
8. ფერმწერო, წერე!
9. ფერმწერო, ნუ მიიღებ ალკოჰოლს და არ მოწიო ჰაშიში ხუთზე მეტჯერ ცხოვრებაში.
10. თუ ფერწერას შენ არ უყვარხარ, მთელი შენი მისდამი სიყვარული არაფრის მომტანი და უსარგებლოა.
Comments
Post a Comment