ბიზანტია
რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილი გადაიქცა ბერძნულ ორთოდოქსულ სახელმწიფოდ – ბიზანტიად, რომლის დედაქალაქი კონსტანტინოპოლი საუკუნეების განმავლობში ევროპის ყველაზე შესანიშნავ ადგილად მიიჩნეოდა.
ბიზანტია ბოსფორის სრუტის ევროპულ ევროპულ ნაპირას გაშენებული ბერძნული დასახლების სახელს წარმოადგენდა. ეს ვიწრო სრუტე თანამედროვე თურქეთს ევროპისგან მიჯნავდა. სამი მხრიდან წყლით შემოსაზღვრული ადგილის სტრატეგიული მნიშვნელობის გაანალიზების შემდე, იმპერატორმა კონსტანტინემ ახ.წ. 330 წელს დაარსა ქალაქი და მას თავისი სახელი უწოდა. კონსტანტინპოლი "ახალ რომად" იქცა, რომლიდანაც იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილი იმართებოდა.
აღმოსავლეთის იმპერია
კონსტანტინოპოლიდან იმპერატორი ბალკანების, საბერძნეთისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთის მართვას განაგრძობდა. ბიზანტიის იმპერიის მოსახლეობა ეთნიკურად მრავალფეროვანი იყო, რაც მის სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობათა ჩამოყალიბებაზე უდიდეს გავლენას ახდებდა. ქვეყნის ეკონომიკურ-პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში წამყვან როლს ბერძენი მოსახლეობა ასრულებდა. ბიზანტიამ განსაკუტრებულ პოლიტიკურ და სამხედრო ძლიერებას იმპერატორ იუსტინიანეს (527-565) პერიოდში მიაღწია. იუსტინიანეს ძირითად მიზანს ერთიანი რომის იმპერიის აღდგენა წარმოადგენდა.
ფაქტობრივად, მან წარმატებას მიაღწია ჩრდილოეთ აფრიკაში, იტალიასა და სამხრეთ ესპანეთში. იუსტინიანეს მმარველობის ერთ–ერთ მნიშვნელოვან მიღწევად წმ. სოფიას ტაძრის მშენებლობა ითვლება.
იპერიას ასეთი საზღვრების დაცვა მუდმივად არ შეეძლო. 568 წელიდან ლომბარდებმა ჩრდილოეთ იტალია დაიპყრეს. უკან დახევა დაფიქსირდა დასავლეთშიც. აღმოსავლეთში სპარსების წინააღმდეგ ბრძოლაში ბედის ბორბალი ხან ერთ მხარეს გადაიხრებოდა, ხან მეორეზე. თუმცა, საბოლოოდ, 630 წელს მუსლიმანმა არაბებმა სპარსეთის იმპერია დაამარცხეს, ბიზანტიას კი მდიდარი აღმოსავლეთ პროვინციები – სირია, ეგვიპტე და ჩრდილოეთ აფრიკა – წაართვეს.696 წელს, ტუნისის დაკარგვის შემდეგ, აღმოსავლეთ რომის იმპერიის ძალაუფლება მხოლოდ ბალკანეთში , აზიასა, ასევე სიცილიასა და იტალიის სამხრეთ საყრდენ წერტილებში ვრცელდებოდა.
VII საუკუნეში იმპერიის ტერიტორიების დაკარგვას თავისი დადებითი მხარეებიც გააჩნდა. იგი ბევრად კომპაქტური გახდა. თანაც მისი საზღვრების დაცვა გაცილებით იოლი იყო. ეს სტაბილური იმპერია ბევრ ასპექტში " რომაული" იყო. მისი ავტოკრატიული იმპერატორისა და საკანონმდებლო სისტემის ჩათვლით, მაგრამ ამ პერიოდში იმპერიის ენა და კულტურა ბერძნულით შეიცვალა, ცვლილება განიცადა ასევე რელიგიამაც. ამ მიზეზის გამო, ისტორიკოსები ქვეყნის სახელწოდებად "ბიზანტიის იმპერიას" ან უბრალოდ "ბიზანტიას" მოიხსენიებდნენ. მაღალ პროფესიული ჯარითა და კარგად ორგანიზებული სასაზღვრო ხაზით რომელსაც მუდმივად ემუქრებოდნენ ისლამური ძალები, ბიზანტიამ კიდევ 8 საუკუნის განმავლობაში შეძლო თავის გატანა.იმპერიის გადარჩენის მთავარ მიზეზს წარმოადგენდა მისი სამკედლიანი დაცვის სისტემა, რომელიც კონსტანტინოპოლის მიუვალსა და ხელმიუწვდომს ხდიდა. ქალაქი უზარმაზარი იყო და თანაც ქრისტიანული სამყაროს კულტურის დიდებულ და საუცხოო ნაწილს წარმოადგენდა.
აღმოსავლეთი და დასავლეთი ერთმანეთისაგან რელიგიური მრწამსითაც დაიყო. ანტიოქიის, იერუსალიმისა და ალექსანდრიის ეპარქიები არაბ დამპყრობთა შორის მოექცა. ასე რომ, კონსტანტინოპოლი და რომი ქრისტიანული სამყაროს ლიდერები გახდნენ.
კოსტანტინოპოლში იმპერატრი ეკლესიის დამცველი იყო და მასზე პირდაპირი ძალაუფლებაც გააჩნდა. მაშინ, როცა რომის პაპმა რომის კათოლიკური ეკლესია სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლად და ამასთანავე მეტოქედ გამოაცხადა.
წმიდა რელიგიურ საკითხებში აღმოსავლეთი და დასავლეთი ეკლესიები კიდევ უფრო შორდებოდნენ სანამ, საბოლოოდ, 1045 წელს მათი ოფიციალურად გაყოფა არ მოხდა. ამის შემდეგ ისტორიაში უკვე რომაული კათოლიკური და ბერძნული ორთოდოქსალური ეკლესიები ფიქსირდება.
IX-X სს. ბიზანტიელმა მისიონერებმა სერბები, ბულგარები და რუსები მართმადდებელ ქრისტიანებად მოაქციეს. ეს ოქროს ხანაში ბიზანტიის ერთ-ერთ წარმატებულ მიღწევად ითვლებოდა, რომელიც ბასილ I-ის(867–876) მმართველობიდან დაიწყო და ბასილ II-ის(976–1025) მართველობამდე გრძელდებოდა, როდესაც იმპერიული ძალები ბალკანეთსა და ახლო ღმოსავლეთში დაპყრობით ომებს აწარმოებდნენ.
აზრთა სხვადასხვაობა
XI საუკუნის დასასრულს იმპერია პეოდალიზირებული და აზრთა სხვადასხვაობიტთგადატვირთული აღმოჩნდა. ზუსტად ასეთ დროს ახალი მრისხანე მტერის გამოჩნდა. ნორმანებმა ბიზანტიელები სამხრეთ იტალიიდან გაყარეს, თურქ-სელჩუკებმა კი ისლამი აღადგინეს და 1071 იმპერიული ძალები დაამარცხეს მანასკერტის ბრძოლაში. ბიზანტიის სამხედრო ძალების უდიდესი ნაწლი ამ ბრძოლას შეეწირა.
ბიზანტია მტრის ბანაკში არსებული გაურკვევლობით ისარგებლა და დახმარებისათვის დასავლეთს მიმართა. რის შედეგეადაც პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა(1096–1099) გაიმართა.ბრძოლის მიზანს წმიდა ადგილების მუსლიმანებისაგან გათავისუფლება წარმოადგენდა. ბიზანტიასა და ჯვაროსნებს შორის გამწვავებული მდგომარეობის გამო, ჯვაროსნული ლაშქრობები კრახით დამთავრდა. აღსანიშნავია მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა (1202–04) რომის შედეგადაც ბიზანტიის იმპერიის ადგილას დაქუცმაცებული "ლათინთა იმპერია" წარმოიშვა.
ოსმალთა მმართველობა
1261 წელს ნიკეის ჯარმა, მიქაელ მეშვიდე პალელოგოსის მეთაურობით ქალაქ კონსტანტინპოლის დაბრუნება და ბიზანტიის იმპერიის დროებით აღდგენა შეძლო. 1340-იან წლებში ქვეყანამ მწვავე კლასობრივი ბრძოლის საფუძველზე დაწყებულმა სამოქალაქო ომებმა მოიცვა, რაც საბოოლოდ, თურქ–ოსმალებისათვის ხელსაყრელი აღმოჩნდა და მათ იოლად მოახერხეს ქვეყნის დაპყრობა. ოსმალებმა სასტიკად გაანადგურეს ბიზანტიის იმპერია, რომლის უკანასკნელი იმპერატორი კონსტანტინე XI 1453 წლის 29 მაისს კოსტანტინოპოლის აღების დროს დაიღუპა. ბიზანტიის იპმერია საბოლოოდ დასრულა არსებობა და ოსმალთა შემდაგენლობაში შევიდა.
მნიშვნელოვანი თარიღები
330წ. კონსტანტინოპოლის დაარსება
476წ. დასავლეთში რომის იმპერია არსებობას წყვეტს
527–565წწ. იუსტინიანეს მმართველობა
568–571წწ. ბიზანტიელები ჩრდილოეთ იტალიას კარგავენ
634–696წწ. ახლო ღმოსავლეთისა და მესოპოტამიის დაკარგვა
867–1025წწ. ბიზანტიის აღდგენა და "ოქროს ხანა"
1071წ. ბრძოლა მანასკერტთან სადაც ბიზანტიელები დამარცხდნენ
1096–1099წწ. პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა
1204წ. კონსტანტინოპოლს ჯვაროსნები იგდებენ ხელში
1261წ. მიქაელ მეშვიდე პალეოლოგოსის მიერ ბიზანტიის იმპერიის აღდგენა
1453წ. თურქ–ოსმალთა მიერ კონსტანტინოპოლის აღება და ბიზანტიის იმპერიის დასასრული
Comments
Post a Comment