ასე უყვარდათ უწინ-ილია და ოლღა
ჩემო კუკლუშკი!!!
უნდა იცოდე,რომ განძრახ შენს წყენას,შენს შეწუხებას,თავს მოვიკლავ და არ მოვინდომებ,იმიტომ,რომ ერთადერთი საგანი ჩემი ცხოვრებისა შენა ხარ.არ მიყვარს ამისთანების თქმა,მაგრამ რა ვქნა,რომ მათქმევინებ ხოლმე.
ღმერთს ჩემთვის ალერსის ნიჭი და უნარი არ მოუცია და როცა მეტი გზა არ არის,რომ ალერსიანი სიტყვა უნდა ვუტხრა ვინმეს,მე თითონ ვწითლდები.გაწითლებას კიდევ გავუძლებდი,სულიერად ვიტანჯები ხოლმე.ასე მგონია,რომ გული გავიუპატიურე,როცა წმინდად გულში შენახული გრძნობა პირით გამოვთქვი.ეს მართალი გრძნობაა,რომელიც კატასავით მუდამ არა სჩხავის და მზეთუნახავად დაბინავებულა გულში..ამ სახით,ჩემო კარგო ოლიკოჯან,ერთხელ და სამუდამოდ მერწმუნე,რომ თუ მოჭრუბლულსა მხედავ,რგ ჩემს უგემურ ხასაითს მიაწერე და არა იმას,რომ შენს ბედნიერებას მე გულგრილად ვექცევი.ბევრჯერ მეტი სიტყვა მომივა ხოლმე,ბევრჯერ გუნება ისე მომეშლება,რომ ლაპარაკის თავი არ მაქვს,ბევრჯერ დაფიქრებული და ხმაგაკმენდილი დავეთრევი,-უფრო ხშირად არც მოცლა მაქვს და არც ხალისი ხმის ამოღებისა და გართობისა;შენ კი ამას სამდურავის მიზეზად ჰხდი და შენდობის მაგიერ,გულს მიკლავ ხოლმე.ესეც იცოდე,ჩემო საყვარელო კუკლუკი,რომ,როცა მაგისთანები მესმის შენგან,ის დღე ჩემთვის სიკვდილია.ამას არ გეუბნები ხოლმე და ვმალავ;და,აბა,სწორედ ეს ართქმა და მალვაა ის დიდი ჭირი,რომელიც კაცს ბოლოს უღებს და ნელ-ნელა სიცოცხლესა სწოვს;რაც შენ ეგ ხასიათი დაიჩემე,მას აქეთ მომწყდა წელი და ვგრძნობ,რომ სულითაც და ხორცითაც დღე და დღე უკან მივდივარ.თუ ჩემი სიცოცხლე გინდა,ძველებურადვე მოიბრუნე გული ჩემკენ და ყურს ნუ ათხოვებ ხოლმე,როცა წარბშეკრული ვზივარ და რაზედმე გულნაწყენი.შენ აქ არაფერ შუაში ხარ და თუ პატარას გაგებუტები ხოლმე,ეგ უნდა მაპატიო და შემინდო,იმიტომ,რომ შენი კარგად და მხიარულად ყოფნა ჩემი კარგად და მხიარულად ყოფნაა..ერთი სიტყვით,შაბათამდე დამაცადე და შაბათს მოვალ და ყურებს ავუწევ ჩემსუმადურ,მაგრამ ყოველთვის ერთგულ და საყვარელ კუკლუშკას,რომ მეორედ ამისთანები აღარ გაბედოს.აბა,დაფიქრდი,ჩემო კარგო და გულადო მეგობარო,ისეთი რა უნდა მაწყენინო,რომ გულში ჩავიდო და იმავ წამსვე წყალს არ მივცე?!შენ ჩემს სახეს ნუ უყურებ,მარტო ჩემს გულში ჩაიხედე და იქ ნახავ,რამოდენა სიყვარული მაქვს ჩემი კარგი ოლიკოსი....
ჭიქა წყლის სიამოვნება !...
ოლღა ხშირად ეჭვიანობდა თურმე,მუდამ ქმრის გვერდით ყოფნას ცდილობდა.ილიას მეფუტკრე იგონებდა:,,..ოლღა მუდამ თან ახლდა ილიას,თავის სიცოცხლის უკანასკნელ წუთებამდე.ერთხელ მე და ილია აივანზე ვისხედით,წყაროს მახლობლად,წინ პოლონელმა მსახურმა გაიარა. ,,მანია!''-დაუძახა ილიამ,ერთი ჭიქა წყალი თუ შეიძლება''.ქალმა მაშინვე მოართვა წყალი.ოლჭა მეორე სართულის აივანზე იჯდა და ყველაფერს ხედავდა... საჩქაროდ ჩამოირბინა კიბეები,გაირბინა აივანი,სადაც ჩვენ ვისხედით,მინდორზე დაეცა და მიწას თავს ურტყამდა.მე და ილია მისაშველებლად მივვარდით,ავაყენეთ,ცივი წყალი დავასხით და გრძნობაძე მოვიყვანეთ.
-ოლღა,გონზე მოდი!შენ ისევ შენებურად განაგრძობ,ნუ დაივიწყებ,რომ უკვე 70 წლის ვარ-უთხრა მას ილიამ
ოლღამ უსმინა,უსმინა და უთხრა:,,დაამთავრე ილია?ეხლა მე მომისმინე:ნუ დაივიწყებ,რა ბედნიერებაა ჩემთვის,რომ მოგიტანო ჭიქა წყალი,შენ კი ამ სიამოვნებას მართმევ....''
ილია,მოვდივარ!!!
ოლღა ყოველდღე დადიოდა ილიას საფლავზე,სანთლებს უნთებდა და ლოცულობდა.მთაწმინდაზე ბინა იქირავა და იქ დასახლდა,რათა ქმართან ახლოს ყოფილიყო.საფლავზე ხშირად ხედავდნენ შავით მოსილ მოხუც ქალს,რომელიც ხალხს ევედრებოდა:-სანთელი დაუნთეთ ილიას,ვითომც ტაძარი აგიგიათო.არავინ იცოდა,რომე ეს ოლღა იყო.მას მაშინაც ვერ სცნობდნენ,ლუკმა პურისთვის ბაზრობაზე დიდი მწერლის წიგნებს ყიდდა.როცა საფლავზე სიარული აღარ შეეძლო,აივნის მოაჯირთან სანთლით ხელში დგებოდა,მთაწმინდას გაჰყურებდა და ჩურჩულებდა:,,მოვდივარ,ილი,მოვდივარ!''
,,ჩემდა სანუგეშოდ ეს შენი წიგნებია.სანამ პირში სული მიდგას,ამით ვისიამოვნებ.
ჩემისთანა ბედნიერიარა მგონია,ვინმე ყოფილიყოს,მაგრამ სოფელი და ჟამი გრძელი ყოფილა.ეს წიგნები ჩემთან ერთად დაიმარხებიან''-ოლღა გურამიშვილი
მკვლელები და მოხუცი ოლღა
ამბობენ,როცა მწერალიმოკლეს,სამოცდაათს მიღწეულ ოლღა გურამიშვილს ქმრის წერილები თან ჰქონია.გამწარებული ქალი მკვლელებს უყვიროდა:,,ამ კაცს ნუ მომიკლავთ,მე მომკალით,თქვე ურჯულოებო!ეს ქვეყანას სჭირდება!'' და ქმარს მკერდით ეფარებოდა.მაგრამ მტრებმა ქმარს მოგლიჯეს,მოხუცს თოფის კონდახი ჩაარტყეს და გონდაკარგული ღელეში გადააგდეს..
Comments
Post a Comment