უცნობი ფაქტები ქართველ დიდ ადამიანებზე



● ილია ჭავჭავაძეს ძალიან უყვარდა კარტის თამაში, განსაკუთრებით კი ჯოკრის;

● გალაკტიონ ტაბიძე ჭადრაკის დიდი მოყვარული იყო და ხშირად ბავშვებთან თამაშით ერთობოდა. იგი ამ დროს მოწინააღმდეგეს ფიგურას მოპარავდა და ისე აგრძელებდა თამაშს... თუ ბავშვი მოპარულ ფიგურას შეამჩნევდა, გალაკტიონს უხაროდა, ხელს გადაუსვამდა და შეაქებდა ხოლმე.

● ვაჟა-ფშაველას ერთადერთი ჩოხა ჰქონდა, რომელიც მწერალთა კავშირის წევრებმა საჩუქრად გადასცეს. ერთხელ, ვაჟას მეზობელი გარდაეცვალა, მეზობლებს კი არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ იგი ჩაცმული დაემარხათ, სწორედ ამიტომ შიშველს უპირებდნენ დამარხვას. ვაჟამ ეს რომ გაიგო თქვა: "ქრისტიან კაცს შიშველს ხომ არ დავმარხავთო"? და მეზობლის ბავშვს თავისი ერთადერთი ჩოხა გაატანა...



















● გალაკტიონმა თავისი ერთ-ერთი შედევრი "ქებათა ქება ნიკორწმინდას" ისე დაწერა, რომ ნიკორწმინდა ერთხელაც არ ჰქონდა საკუთარი თვალით ნანახი. მისი მშვენების შესახებ გალაკტიონს მხოლოდ სხვისი მონათხრობით იცოდა.




● ვაჟა-ფშაველას არასდროს შეეძლო ერთ საქმეზე კონცენტრირება. როდესაც ლექსს წერდა, მუდამ ყოფით პრობლემებზე ეფიქრებოდა, ხოლო როდესაც მიწას ამუშავებდა, მუდამ მუზები მოუფრენდენ ხოლმე. რამდენჯერ ყოფილა, რომ შუაღამისას ბარი გაუგდია ხელიდან და ლექსი დაუწერია.




● გალაკტიონი ამბობდა, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც მას გოგლა ლეონიძე გამორჩეულად უყვარდა "ცისფერყანწელებიდან" იყო ის, რომ მას ჩემზე არასდროს უთქვამს ლოთიაო.




● ილიას მკვლელობის შემდეგ, ოლღა გურამიშვილმა (ილიას მეუღლემ) სასამართლოს მისი მკვლელების დაპატიმრების უფლება არ მისცა, ილიამ სიცოცხლეშივე იწინასწარმეტყველა თუ როგორი სიკვდილი ელოდა "რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან,

გთხოვდე: ”შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!” ("ლოცვა") ოლიამ მიზეზად კიდევ ის დაასახელა,რომ თავად მიხვდებიან თავიანთ დანაშაულს და დაიტანჯებიან იმით, რომ ქართველებს ილია წაართვესო.




● მიხეილ ჯავახიშვილი ერთხელ ბაზარში უბადრუკ ჯუჯას გადაეყარა. მწერალმა მას მთელი დღის განმავლობაში სდია და უთვალთვალა, საღამოს კი მისი ერთ-ერთი შედევრი "ჩანჩურა" დაწერა.

● გალაკტიონი წერის გარდა, ხატავდა კიდეც... ალბათ ცოტა თქვენგანისთვისაა ცნობილი, რომ მას 1200-ზე მეტი ნახატი ჰქონდა და უყვარდა თავის ნაცნობების კარიკატურების დახატვა.




● ნიკოლოზ ბარათაშვილის ფოტოსურათი დაკარგულია და მისი ცნობილი ნახატი, რომელიც ლადო გუდიაშვილის შემოქმედების ნაწილია, მხოლოდ და მხოლოდ პირობითად არის შექმნილი.

1901 წელს მხატვარმა მომცემლიძემ დახატა "ჯგუფი ქართველ მწერალთა". მასში ნიკოლოზი არ იყო. ამ საქმით დაინტერესებულა ზაქარია ჭიჭინაძე და გადაუწყვეტია პოეტის დის, სოფიოს პორტრეტიდან მგოსნის სახის აღდგენა. თანამედროვენი იგონებდნენ, - სოფიოს ულვაშები რომ დაეხატა, ვერ გაარკვევდით, მართლა სოფიო არის, თუ ნიკოო.”სოფიო ვერ დაითანხმეს, რომ ვაჟად გადაცმულს სურათი გადაეღო, სანაცვლოდ მისი სურათიდან ცდილობდნენ ნიკოლოზის სახის შექმნას.




ნიკოლოზ ბარათაშვილის მაიკო ორბელიანისადმი მიწერილი წერილი: "არ დაიჯერებ, მაიკო! სიცოცხლე მამძულებია ამდენის მარტოობით. შენ წარმოიდგინე, მაიკო, სიმწარე იმ კაცის მდგომარეობისა, რომელსაც მამაცა ჰყავს, დედაც, დებიც, მრავალნი მონათესავენი და მაინც კიდევ ვერვის მიჰკარებია, მაინც კიდევ ობოლია ამ სავსე და ვრცელს სოფელში! ვინც მაღალის გრძნობის მექონი მეგონა, იგი ვნახე უგულო; ვისიც სული განვითარებული მეგონა, მას სული არ ჰქონია, ვისიც გონება მრწამდა ზეგარდმო ნიჭად, მას არცა თუ განსჯა ჰქონია; ვისიცა ცრემლნი მეგონებოდენ ცრემლად სიბრალულისა, გამომეტყველად მშვენიერის სულისა, თურმე ყოფილან ნიშანნი ცბიერებისა, წვეთნი საშინელის საწამლავისა! სად განისვენოს სულმა, სად მიიდრიკოს თავი?.. შენი ავადმყოფობა შევიტყვე, რა დაგემართა?.. დაიმარხე მშვენიერება სულისა, უმანკოება გულისა! აი, ჭეშმარიტი ბედნიერება, უმაღლესი სიამე, რომელსაც კი კაცი წაიღებს ამ სოფლისაგან. სხვათა ბედნიერებათა სოფლისათა უყურე გულგრილად, ამაყად და გრწამდეს, რომ იგინი შეურჩენელნი არიან! თუმცა აქიმბაში არა ვარ, მაგრამ ეს წამალი სიზმარშიც მაქვს ნასწავლი და, თუ დამიჯერებ, იმედი მაქვს, რომ გარგოს"...




● ვაჟა-ფშაველას პირველი ნაწარმოები, რომელიც ილია ჭავჭავაძემ მოისმინა იყო "შვლის ნუკრის ნაამბობი". ილია გაოგნებულა და თურმე იძახდა: "კოჭებზევე ეტყობა რა ვაჟიკა იქნება, შორს წავა, შორს"!!!




● ისეთ დიდ პოეტს, როგორიც გალაკტიონი იყო არასდროს ჰქონია საკუთარი საცხოვრებელი... იგი ხან მწერალთა კავშირში ცხოვრობდა, ხან კი სხვას იყო შეფარებული... არაერთხელ სთხოვეს ცისფერყანწელებმა თავიანთ ორდენში გაწევრიანება, რაც მისთვის მცირეოდენი შემოსავლის წყარო იქნებოდა, თუმცა გალაკტიონი მუდამ უარს ამბობდა, რაც მისი მარტოობის სურვილით იყო გამოწვეული.




● არსებობს ვარაუდები, რომ გალაკტიონმა თავის საყვარელ ქალს მერი თვითონ შეარქვა, ვინაიდან ლათინურად მერი იწერება როგორც "Mary" (მარიამ ღვთისმშობლის სახელი) და გალაკტიონმა საყვარელი ქალის სილამაზე სწორედ მარიამ ღვთისმშობლის სილამაზეს გაუტოლა.




● მიხეილ ჯავახიშვილის ერთ-ერთ წინაპარს კაცი მოუკლავს, ამიტომაც ქართლიდან ქიზიყში გადასულა და გვარი ადამაშვილად გადაუკეთებია. ერთი პერიოდი, მიხეილ ჯავახიშვილი სწორედ ადამიშვილის ფსევდონიმით აქვეყნებდა ნაწარმოებებს, თუმცა იგი იყო პირველი, რომელმაც საკუთარი გვარის დაბრუნება მოისურვა და დაიბრუნა კიდეც.




● თურმე, როდესაც გიორგი ლეონიძე 7 წლის იყო დედას ილიას დაკრძალვაზე წაუყვანია, გოგლას კი დაუნახავს, რომ ილიას შუბლზე, ნატყვიარზე მუხის ფოთოლი ედო და მთელი ცხოვრების განმავლობაში არ ავიწყდებოდა ეს ფაქტი... ამბობდა: "მუხა ხომ ძლიერების სიმბოლოა, ილიაც მუხა იყოო".

Comments

Popular Posts