„იგისგან სწორედ ის დარჩა, რაც იგიში იგი იყო“
ქართულ დამწერლობაში ერთადერთი ასო გახლავთ "ზ",რომელსაც თავიც და ბოლოც შეკრული აქვს,დასრულებული,ჩამოყალიბებულია.ჩემი აზრით ჯემალ ქარჩხაძემაც იმიტომ დაარქვა მომავლის იმედს ,იგის მემკვიდრეს _ზუ ( მოსაზრების ავტ.თამარ ამირანაშვილი)
ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობაში „იგი“ აღწერილია პრეისტორიული ხანის ადამიანების არსებობა და მათგან ერთ_ერთის ცხოვრების გზა პიროვნებად ჩამოყალიბებამდე და მის შემდეგ.
ნაწარმოების დასაწყისში ვეცნობით ტომის ირგვლივ არსებულ მოვლენებს, საიდანაც ჩნდება „იგის“, როგორც მას ავტორი უწოდებს, უჩვეულო დამოკიდებულება სამყაროსადმი. ძველი ბელადის „დაძინების ქარაფზე“ ასვლისა და კვალის დატოვების შემდეგ, იგის უჩნდება კითხვები, მის „სხვეულში გაკვირვება აწრიალდება“ და ცდილობს ამოხსნას საიდუმლო, რაც გარშემომყოფებისთვის შეუმჩნეველი ხდება.
„იგის“ თანამოძმეებისგან განასხვავებს წელში გამართული სიარული, რაც მათ შორის დაპირისპირების მიზეზი ხდება. იგი გრძნობს მოახლოებულ ხიფათს, რომელიც გამოირჩეულობამ შეიძლება მოუტანოს და სიტყვებით გადმოსცემს სათქმელს „იგი ისეთი უნდა აგხდეს როგორიც არიან სხვები“. იგი ცდილობს დაემსგავსოს თანამოძმეებს, და გაუძლოს ფიიზკურ ტკივილს რომელიც უფრო ასატანია ვიდრე სიმარტოვით გამოწვეული მწუხარება.
პირველყოფილების „საზოგადოებაში“ მიუღებელია სამყაროს სხვაგვარი აღქმა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანის არსებობა.იგის სხვებისგან განმასხვავებელ ფიზიკურ ნიშანს ემატება სულიერი მხარეებიც, რომლების დამალვაც შეუძლებელია. ის ბუნებას ახლებურად ხედავს, რასაც მასთან თამაში და სიტყვების უჩვეულო დალაგება ადასტურებს.
პიროვნებად ჩამოყალიბებაში იგის ეხმარება ხორციელი სიამოვნება, თავისუფლებისა და სიყვარულის შეგრძნება, რაც მას შემოქმედებით საქმიანობამდე მიიყვანს. იგის ასეთი ფერიცვალება, შეუმჩნეველი არ რჩება ტომის ბელადისა და მისი მიმდევრებისთვის. „სხვა ჯიშის“ არსება ირიყება მათი ჯგუფისაგან, მისდამი დამოკიდებულება უფრო მწვავდება, რასაც საბოლოოდ იგის გაქრობის გადაწყვეტილებამდე მივყავართ.იგი, წელში გამართული მიაბიჯებს ქარაფზე, და უკან მოხედვის დიდი სურვილის მიუხედავად წინ მიდის, რაც მისი ღირსებების აღიარებაზე მეტყველებს. იგიმ გაიგო რა დარჩებოდა მისი წასვლის შემდეგ და ამითი განახორციელა თავისი იდეა.
ჯემარ ქარჩხაძე მოთხრობის ასეთი დასასრულითა და პერსონაჟის მიერ ნათქვამი სიოტყვებით „იგისგან სწორედ ის დარჩა, რაც იგიში იგი იყო“ მიგვანიშნებს პიროვნების მარადიულობაზე. იგისგან დარჩა იდეა, რომლის მემკვიდრე ზუც, აცნობიერებს თავის ინდივიდუალურ სახეს და წელში გამართული აგრძელებს ცხოხვრებას. მკითველი აღმოაჩენს რომ მიუხედავად საზოგადოებისა ამგვარი დამოკიდებულებისა, თითოეულ ადამიანს გააჩნია თავისუფალი სული და იგი ადრე თუ გვიან გამოვლინდება.
Comments
Post a Comment